66 Views
მძიმე ვითარებაა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებში, კიევის შემოგარენში მცხოვრებლებს პროდუქტების დეფიციტი აქვთ. ქალაქებში არ არის ელექტროენერგია და გაზი.
ელემენტარული პირობების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ქუჩებში გამოვიდა. ისინი წვავენ ნივთებს, რომლებიც შემორჩათ და საერთო სადილებს ამზადებენ.
“გარეთ გამოვიტანეთ ყველა ნივთი, რომლითაც ცეცხლის დანთება შეიძლება. ჩაი მაინც ხომ უნდა მოვამზადოთ, ომის მე-7 დღეს გაითიშა ელექტროენერგია. მას შემდეგ ასე ვცხოვრობთ. ქუჩაში ვცდილობთ საჭმლის მომზადებას”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.