დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მეგრული და სვანური არჩევით საგნებად გამოცხადდეს სკოლებში. მის ამ განცხადებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა ,,მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერიდან უპასუხა.
-ამაზე უფრო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მე ჯერ არ მომისმენია. მე თვითონ ვარ მეგრელი, პატივს ვცემ მეგრულ ენას, ვიცი კიდეც ასე თუ ისე, მაგრამ ამაზე მეტად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ მომისმენია. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. იმაზე არ ვილაპარაკოთ, რომ მეგრელები და სვანები ყველაზე ნაკლებად არიან მიდრეკილნი სეპარიტზმისკენ, ჩვენ ვილაპარაკოთ, ვინ ქმნის ამგვარ საფუძვლებს და ეს არის რუსეთი, რომელიც 1921 წლიდან დღემდე ამტკიცებს, რომ მეგრელები სხვა ხალხია, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართული და მეგრული სხვადასხვა ენებია. საქართველოს მეცნიერება ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. აი, ამას აკეთებს დღეს საქართველოს მთავარსარდალი, როგორ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს ეს. ამის შემდეგ ზურაბიშვილთან რაღაზე უნდა ილაპარაკო, – განაცხადა გვარამიამ.
აღსანიშნავია, რომ იმავეს ძალიან დიდი ხანია ითხოვენ ალტ ინფოს დამფუძნებელი მარგოშია და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ხუბუტია.