“სიჭინავა, მოროშკინას მეგობრები გერმანიაში – ჯანდაცვის მინისტრის გატაცებას გეგმავდნენ” – ზაზა წერეთელი

April 15, 10:21
0
707

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:
“სიჭინავა, მოროშკინას მეგობრები გერმანიაში.
გერმანიის პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ჯანდაცვის მინისტრის გატაცება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ მისი გატაცების ჩაშლილი მცდელობა აჩვენებს, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც იყენებდნენ პროტესტს Covid-19-ის შეზღუდვების გამო, სახელმწიფოს და ქვეყნის დემოკრატიული სისტემის დესტაბილიზაციისთვის.
პროკურორებმა ხუთშაბათს განაცხადეს რომ დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ მინისტრის გატაცებისა და ელექტროსადგურების განადგურების მცდელობაში, რათა გამოეწვიათ ელექტროენერგიის კრიზისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეჭვმიტანილები დაკავშირებული იყვნენ ჯგუფებთან, რომლებიც აპროტესტებდნენ Covid-ის შეზღუდვებს და ულტრამემარჯვენე მოძრაობა „Reichsbürger“ -თან, რომელიც უარყოფს თანამედროვე გერმანიის სახელმწიფოს არსებობას, ნათქვამია დასავლეთის ქალაქ კობლენცის პროკურატურამ განცხადებაში.
”ეს გვიჩვენებს, რომ Covid-ის პროტესტი არა მხოლოდ რადიკალიზებულია, არამედ ეს უფრო მეტს ეხება, ვიდრე უბრალოდ Covid-ს,” – თქვა ლოტერბახმა.
ბოლო შეთქმულების უკან ეჭვმიტანილები ურთიერთობდნენ ჩატში, სახელწოდებით Vereinte Patrioten, გერმანელი გაერთიანებული პატრიოტებისთვის, და „განზრახული ჰქონდათ გამოეწვიათ სამოქალაქო ომის მსგავსი პირობები და საბოლოოდ დაემხოთ გერმანიაში დემოკრატიული სისტემა“, – თქვა პროკურატურამ.
ოთხშაბათს ხელისუფლებამ გერმანიის რამდენიმე შტატში ჩაატარა ჩხრეკები და ამოიღო იარაღი, საბრძოლო მასალა და კალაშნიკოვის ავტომატი, ნაღდი ფული ევროში და უცხოური ვალუტა, ასევე ოქროს ზოდები და ვერცხლის მონეტები. მათ ასევე აღმოაჩინეს ყალბი ვაქცინაციის სერთიფიკატები და კოვიდ ტესტები, აცხადებენ ოფისში.
ოფისმა მოსამართლეს ოთხი დაკავებული ეჭვმიტანილის დაკავების ორდერის გაცემა სთხოვა, რომლებიც ყველა გერმანიის მოქალაქეა. მეხუთე ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ იძებნება.”

Cesko