“პროპაგანდას უწევენ იმას, რაც უსაშველოდ წარსულშია, სანაგვეზეა და ისევ ქართველი ახალგაზრდების პერსპექტივის განადგურების ხარჯზე!”

0
405
24 Views

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ (13 აპრილი, 2022)
შემთხვევით ვნახე გადაცემის ფრაგმენტი – განათლებაზე
საუბრობდნენ. მგონი, ერთ-ერთი განათლების მინისტრის
მოადგილე იყო (ქალბატონი).
მის საუბარზე იმერლები იტყვიან “სხლავდაო” ?
მაგრამ “სხვლა” საუბრის მაღალ ტემპში, წყალწყალა
შინაარსსა და იდეოლოგიურ შტამპებსა და მცდარი
შეხედულებების ფრქვევაში ვლინდებოდა.
ა ხ ა ლ ი რაღაც გავიგე:
“თურმე, ქართული განათლების სისტემის მიზანი მოქალაქის აღზრდა ყოფილა, თუმცა, არაფერი თქმულა,
რას უწოდებს “მოქალაქეს’ ეს ე.წ. “განათლების”
სამინისტრო თავის ხელმძღვანელებიანად!
ყოველთვის ვიცოდი, რომ განათლების მიზანი –
თავისუფალი აზროვნების, საკუთარ კულტურულ წიაღში
აღწრდილი დამოუკიდებელი აზროვნების განათლებული ახალგაზრდის აღზრდა იყო, რომელმაც, ცხადია, იცის საკუთარი სახელმწიფოს ფასი, პატივისცემა, იცის მის წინაშე ვალდებულებებისა და მოვალეობების მთელი სპექტრის შესახებ!
რაც ვუყურე, სადღაც 15-იოდე წუთამდე, არსად თქმულა
კულტურაზე, სახელმწიფოზე, განათლების ხარისხის
კრიტერიუმებზე, ცვალებად სამყაროში განათლების
რაიობაზე, რაც ახალგაზრდებს ცვალებად დროში
საკუთარი ახალი ტრაექტორიების აგების შესაძლებლობას
მისცემს.
ამის ნაცვლად – მსოფლიო მოქალაქეო!
უკულტურო და უფუძო ახალგაზრდა ვერასდროს იქნება
სხვა კულტურების პატივისმცემელი, ვერასდროს იქნება
კონკურენტუნარიანი.
ახალგაზრდას მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანს
მისი კულტურის განსაკუთრებული მენტალური
კონსტრუქცია, რეფლექსირებული და განათლებით
გამაგებული აღქმა, მისი მენტალური უნიკალურობა ხდის
და არა ტყლაპო-ნეოლიბერალურ/ბოლშევიკური “მსოფლიო მოქალაქეობა”.
არცერთი სიტყვა საქართველოზე, მის კულტურაზე, ქართველი ახალგაზრდის უნიკალურ შესაძლებლობაზე და სხვა..
რაც შეეხება დაფინასებას განათლებისა, –
დღეს ის მიზერულია (3,5% მშპ-სა), მაშინ, როცა 10 წლის
წინ, როცა ამ ხელისუფლების თხოვნით “ქვეყნის
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია”
შევქმენით (რომელიც სანაგვეში გადააგდეს, -ჩემი
ხელმძღვანელობით გაკეთდა მიმართულება: “ეკონომიკა, სოფლის მეურეობა, ბუნების დაცვა”),
იქ მთავარი სტრატეგია იყო ჩადებული: განათლება, როგორც საქართველოს #1 სტრატეგიული მიზანი, განათლების მოდერნიზაცია სუპერ-თანამედროვე დონეზე,
მისი დაფინანსების გაზრდა უახლოს 1-2 წელიწადში მშპ-ს 5%-მდე, და შემდეგ, როცა რეფორმა აკრებდა ბრუნს, –
დაფინანსება მშპ-ს 10%-მდე უნდა გაზრდილიყო!
8-10 წლის შემდეგ შედეგები და ანალიზი გვიჩვენებდა მისი გაზრდის აუცილებელ დონეს (ალბათ ჯერ 15%-მდე, ხოლო ბოლო ეტაპზე – 20%-მდე).
(იხ. ჩემი სტატია “საით?! რატომ?!”
საქართველოს ტიპის ქვეყანა ვერაფერში ჩადებს ფულს იმაზე უკეთ, ვიდრე მისი ახალგაზრდებია, ვიდრე განათლება და მეცნიერებაა, ცოდნის წარმ,ოებაა!
მაგრამ ფული არ წყვეტს ყველაფერს.
მთავარია განათლების მიმართულება: არა ეს იდიოტური დამპალი განათლების სისტემა, რომელიც 27 წელია თავს მოახვიეს საქართველოს, დანერგეს კრეტინების აღსაზრდელი სისტემა (ე.წ. “ბოლონიის სისტემა”), არამედ ფართო ხედვების უაღრესად განათლებული ადამიანის აღზრდა, რომელიც მხოლოდ ერთადერთი გზით მიიღწევა:
საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული განათლების სინთეზით და არა პრიპიტიული ერთმანეთზე დამატებით.
ამის ნაცვლად რა გვაქვს?
მსოფლიოში ერთ-ერთი უვარგისი სიტემა (77-ე ადგილი) და “27 წლის განმავლობაში აღზრდილი “მოქალაქე” ახალგაზრდები”, რომელთა უდიდეს ნაწილს უჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა (ესეც დასავლელი ექსპერტების დასკვნაა, ვინაც ეს კვლევები ჩაატარეს).
ეს ქალბატონი და ეს უვარგისი ტელევიზია კი პროპაგანდას უწევენ იმას, რაც უსაშველოდ წარსულშია, სანაგვეზეა და მხოლოდ ამ პროქსი-ჯგუფების გრანტდახარბებულ ნაძირალა თავებშია შემორჩენილი ისევ და ისევ ქართველი ახალგაზრდების პერსპექტივის განადგურების ხარჯზე!

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko