36 Views
უკრაინაში დაკავებულ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკსა და მის ცოლს კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა NEXTA ავრცელებს.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების 154 ნივთს შორისაა 30 მიწის ნაკვეთი, 32 ბინა, 23 სახლი, 17 ავტოსადგომი, იახტა და „ლუქს“ კლასის 26 ავტომობილი.
უკრაინაში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. ზელენსკიმ რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებზე გაცვლა შესთავაზა.