რუსული მედია – უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

April 12, 21:53
0
504

უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება შეიარაღებული ფორმირების შექმნა, დაქირავებულების გადაბირება, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა და სხვა დანაშაულებები. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.მამუკ

„საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნა შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა და მასთან ერთად არის საქართველოს 24 მოქალაქე. ამ დრომდე ისინი მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენელთა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ბრალდებაში.

საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ მამულაშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში გამოვიდა მოწოდებით რუსი სამხედრო მოსამსახურეების განადგურების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ომში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ “ქართული ლეგიონის” ყველა წევრი დაადგინა, რომლებიც სასამართლოს გადაეცემიან.

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურის მამუკა მამულაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლებმა ჩაიდინეს დანაშაული რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

Cesko