ეს ტატყანა ქალი ანუკი არეშიძეს ემუქრება, დაგმე ქმარი, თორემ ნახავ, რაც მოგივაო!

0
3293
19 Views

ოდესმე სადმე მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ პოკიტიკური განცხადება ანუკი არეშიძისაგან? ჰო, არ მოგესმათ, ანუკი არეშიძის რაიმე სახის პოლიტიკური განცხადება, ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი პოლიტიკაზე ან მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობაზე მოგისმენიათ? წაგიკითხავთ?

ეს 34 წლის ულამაზესი ქალბატონი, მოდის დიზაინერი, ოთხი შვილის დედა აკეთებს თავის საქმეს და ზრდის ულამაზეს ოთხ შვილს.
და ვინ დაუპირისპირდა ანუკი არეშიძეს? ამ მშვენიერ გოგონას, უწყინარს, მშვიდს და გაწონასწორებულს? თამარა ჩერგოლეიშვილი.
კი, კი, აი, ის თამარა, საარჩევნო კამპანიას ცეკვა-ცეკვით რომ ატარებდა. ის თამარა, ცეკვის დროს ძუძუებში რომ უძვრებოდა ბარამიძე, ის თამარა, ისე რომ ვერ დაჯდება, რამე არ ააყირავოს; ის თამარა, საჭიროა თუ არაა საჭირო, ყველგან ყველაფერზე კომენტარს რომ აკეთებს, ქმრის მაგივრადაც რომ ლაპარაკობს და ლამისაა ყველაზე მცოდნედ წარმოაჩინოს თავი.
კი, გიგა ბოკერიას ცოლი თამარა, იმ გიგა ბოკერიასი, ათას სისაძაგლესა და უმსგავსობაზე რომ აქვს ხელი მოწერილი…
ჰოდა, ეს თამარა ანუკი არეშიძეს დაუპირისპირდა: შენი ქმარი ჰომოფობია, გააკეთე განცხადება, თორემ დუმილს თანხმობად ჩაგითვლითო: “ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ და მერე უბრალოდ ქმრის თანხმობის ნიშნად მივიღებთ მის დუმილს და ხვალ უკვე წერილებს გავუშვებთ მოდის სახლებთან, რომ მისი ოჯახი უმცირესობების მიმართ სიძულვილს და ზიზღს აღვივებს და ძალადობის საფრთხეს უზრდის უდანაშაულო ადამიანებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.”… გესმით? ხედავთ?
ეს ტატყანა ქალი ანუკი არეშიძეს ემუქრება, დაგმე ქმარი, თორემ ნახავ, რაც მოგივაო. ჯერ ერთი ის, რომ ოჯახი ჩერგოს სკანდარიკოს თამაში ჰგონია და მერე კიდევ იცით რატომ უნდა გააკეთოს ქმრის საწინააღმდეგო განცხადება ანუკიმ? თურმე ჰომოფობია კალაძე.
და რა თქვა კალაძემ ასეთი? რითი აღაშფოთა ამ “ყოვლადმშვიდი” ჩერგოს ნერვები? რაო და: “ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე – რაც შეეხება უმცირესობას, ეს ადამიანები საქართველოში ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან და მათ უფლებებს იცავს კანონი და სახელმწიფო.” ნორმალური ადამიანი გაოცდება, მერედა, რა არის აქ აღსაშფოთებელი, თან ისე, მთქმელი კი არა, მთქმელის ოჯახი, ცოლი და შვილი ააწიოკოო? არაფერი, ნორმალურისათვის – არაფერი, მაგრამ ჩერგო ნორმალურია???
მოკლედ, გაუტია ბოკერიას თანამეცხედრემ, თან მაგრად გაუტია. ის არ იცის და არც უთხრეს “ყბედი ვინ დაღალა და მუნჯმაო”, ვერც იმას ხვდება, რომ კალაძემ ზუსტად ის თქვა, რასაც ქართველთა უმრავლესობა ვიზიარებთ და ვეთანხმებით, რაც შეეხება ანუკი არეშიძეს, ვეჭვობ, მისი აუმღვრეველი სიმშვიდის ამღვრევა შეძლოს ამ ორღობის ჭინკამ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა.
პ.ს. ძალიან ვეცადე, თამარას ნორმალური ფოტო შემერჩია, მიკერძოებაში რომ არ დავედანაშაულებინე მავანს 🙂
Kakha Kaladze Anuki Areshidze კარგი ყოველთვის აღიზიანებს ბოროტს, ასე რომ 🙂 ❤

 

ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე,  ნინიკო მშვიდობაძე; სოციალური ქსელი

Cesko