როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” შიდა და გარე ძალების ზეწოლას ვერ უძლებს და საფუძველი ეყრება ახალ კოჰაბიტაციას ნაცკრიმინალებთან – მაია ელოშვილი

0
518
27 Views

❗უმრავლესობის წევრები- არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია ხატია დეკანოიძესა და სხვა ნაცკრიმინალებთან ერთად, უკრაინაში გაემგზავრებიან.
უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, მმართველი ძალა იმ პირებთან ერთად იყოს წარმოდგენილი დელეგაციაში, ვინც მათ ბრალს სდებს – პრორუსობაში, ომში რუსეთის დახმარებასა და სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდაში და ყოველდღიურად, ხელისუფლების ძალადობით დამხობას გეგმავს.
ასეთ უთავმოყვარეობას, ისევ ბატონი პაპუაშვილის ვიზიტი სჯობს კოლექტიური დეკანოიძეების გარეშე.
როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” შიდა და გარე ძალების ზეწოლას ვერ უძლებს და საფუძველი ეყრება ახალ კოჰაბიტაციას ნაცკრიმინალებთან.
❗მმართველ ძალას მოგიწოდებთ: პატივი ეცით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და თუ პოლიტიკური აუცილებლობა მოითხოვს, უკრაინაში ვიზიტი დაგეგმეთ ნაცკრიმინალების გარეშე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ან საზოგადოება მოახერხებს თვითორგანიზებას და მოძებნის პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების მშვიდობიან გზას, ან ნაცკრიმინალები განახორციელებენ ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალწლიან გეგმას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო დაპირისპირება.

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko