,,ასეთი მცდელობა ვისაც გნებავთ, ჰქონდეს ვინმეს მიმართ, განწირულია კრახისათვის!” – დემურ გიორხელიძე

April 12, 16:34
0
618

,,ლონდონში ედგარ დეგას ნახატს ,,რუსი მოცეკვავეები” სახელი შეუცვალეს და ,,უკრაინელი მოცეკვავეები” დაარქვეს! კონცერტი, სადაც ჩაიკოვსკის ნაწარმოებები უნდა შესრულებულიყო, მოხსნეს, რადგან ჩაიკოვსკი რუსი იყო და სხვა.

რუსებისადმი ღია მტრული დამოკიდებულება (სტუდენტების მიმართაც) არც აშშ-ში და არც ევროპაში შენიღბული არ არის: ის ფორმა, რომელიც გამოიყენება, შორსაა ელემენტარული დასავლური ნორმებისაგან! მე ადვოკატი არ გახლავართ, მე ვცდილობ, გავერკვე, თუ რა ხდება!

ხდება კი შემდეგი: ბრძოლა წამოწყებულია არა რუსეთის სახელმწიფოს, არამედ საერთოდ რუსი ხალხის, რუსული კულტურის ამოსაძირკვად და გასანადგურებლად. არც მალავენ: კულტურის იგნორირება უნდა მოხდეს, ყოველივე რუსულის! ბრძოლა განადგურებაზეა! დანარჩენი ლირიკაა! კარგია ეს/ცუდია ეს – მნიშვნელობა არა აქვს, მეათასე ხარისხისაა! მთავარია ის, რომ აქამდე მივიდა ცნობიერება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა! გამოვა თუ არა ამ საქმიდან რაიმე, დრო გვიჩვენებს! ისტორიული გამოცდილება ასეთი სახის მცდელობებზე
ზუსტ პასუხს იძლევა. ვნახოთ, რა გამოვა ამჯერად!

ჩემი პ ი რ ა დ ი აზრი: ასეთი მცდელობა ვისაც გნებავთ, ჰქონდეს ვინმეს მიმართ, განწირულია კრახისათვის!.. ჩემთვის გამაოგნებელია თვით ფაქტი: 21-ე საუკუნეში ნაცისტური (მესამე რაიხის) მიზანდასახულობა რეალურ სახეს იღებს!”

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko