“ოცნებამ” საქართველო დაამცირა – სამადაშვილი

0
764
34 Views

“ქართული ოცნების” დამსახურებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დამცირებულია – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი მმართველი პარტიის წევრების ქმედებებს, რომლებიც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობენ.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მძიმე წერილზე საუბრისას, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ომში მყოფ ქვეყანას პირობებს უყენებს, რაც ამორალურია.

განცხადება, რაც ჩვენ უკრაინული მხრიდან მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი შეხსენება, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყანა დღეს დამცირებული საერთაშორისო ასპარეზზე იმ ამორალური პოზიციის გამო, რომელიც დაიკავა ქართულმა ოცნებამ. დღეს, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო ძალიან მყარად დგას უკრაინის გვერდზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ რაღაც პირობები წაუყენოს უკრაინის ხელისუფლებას”- თქვა სამადაშვილმა.

“ლელოს” წევრის თქმით, შესაძლებლობა რომ იყოს, ისინი დღესვე გაემგზავრებოდნენ უკრაინაში. მისივე განცხადებით, პარტია ფორმალური მხარეების მოგვარებას ცდილობს.

Cesko