“ევროპა დგას სრული კრახის წინაშე!პრობლემები ორ რამეშია..” – დემურ გიორხელიძე

0
595
33 Views

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში დასავლურ კულტურაზე საუბრობს.

“ახლა რასაც დავწერ, –
პირველად არ ვწერ! წლების წინ დავწერე,
როცა შევამჩნიე, რაც ხდებოდა!
ვიმეორებ, რადგან მინდა ურწმუნოებმა დაიმახსოვრონ
და შეინახონ ჩემი ეს შენიშვნა!
დასავლური კულტურისადმი ჩემი დამოკიდებულება
არასდროს დამიმალავს, – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძლავრესი კულტურაა, რომელმაც გახსნა ადამიანის შესაძლებლობები და საოცარ შედეგს მიაღწია
(დეტალურად იხ. ჩემი ადრინდელი ჩანაწერები და ლექციების ის კურსი, რომელიც ახლა მიმყავს!)
მაგრამ დღეს დასავლური კულტურის ეს აკვანი –
დასავლეთ ევროპა (ინერციით, აღმოსავლეთი ევროპაც)
დგას სრული კრახის წინაშე. მისი გეოპოლიტიკური
როლი და ადგილი განულებულია, –
მისი პოლიტიკური ელიტა – კარიკატურულია და
იდეოლოგიით განადგურებული.

ევროპის პრობლემები ორ რამეშია:
(ა) აბსოლუტურად არაეფექტური სტრუქტურა “ევროკავშირისა”: ევროკავშირი დასრულდა მაშინ,
როცა ჩავარდა ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციის
მიღება. ევროკავშირი, როგორც გერმანული პროექტი,
შეცვლილ გარემოებათა გამო, დროსაცდენილია და
მას დიდი დღე არ უწერია! გერმანიის დაკნინება ასრულებს ევროკავშირის დღეებს!
(ბ) აბსოლუტურად დრომოჭმული და ბალასტი ორგანიზაცია, როგორიცაა ნატო, წარმოადგენს ევროკავშირის ყველაზე დიდ საფრთხეს და ამ უფუნქციოდ დარჩენილი და უკვე საკუთარი თავის
გამანადგურებელი ორგანიზაცია თავის დასასრულამდე
(ალბათ, მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადში – ძნელია ზუსტი
განსაზღვრა, თუმცა. მიმდინარე მოვლენები გამოკვეთავს
უფრო ნათლად მის სასიცოცხლო ვადას) არაერთ
უბედურებას დაატეხს მის ევროპელ წევრებს.
აი, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი რამ!
კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ –
ეს არ არის იდეოლოგიური შეფასება,
არც ორიენტაციული შეფასებაა, –
ეს არის რეალობა, მომწონს მე ეს თუ არ მომწონს!
მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს!
ევროპაშიც და აშშ-იც საღი არაიდეოლოგიზირებული
ანალიზიც ამასვე უჩვენებს და არც არავინ მალავს.
დააკვირდით მოვლენებს!
ჩვენი მიზანი – ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარებაა და არა სხვისმოიმედეობა და იდეოლოგიური გადახრები!
სახელმწიფოს მისი გონიერი ადამიანები და პროდუქტიული შრომა ინარჩენებს და არა იდეოლოგიით
წაბილწული ადამიანების უხიაგობა, დამთხვეული
აზროვნება და გვერდითმდგომისადმი შეურაცხყოფა.
მაგრამ ეს ყველაფერი სახადია და ქართველიც მალე მოიხდის ამ სახადს!
მოიხდის აუცილებლად!”, – წერს ეკონომისტი.

Cesko