საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ულტრამემარჯვენე ანტისემიტი უწოდა, რომელიც ლგბტ ადამიანებს კრძალავს.
ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში მაკრონმა ასევე აღწერა, როგორც „სამარცხვინო“ მორავეცკის კომენტარი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტის რუს კოლეგასთან ხშირი სატელეფონო ჰიტლერთან საუბარს შეადარა.
„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს საფრანგეთის სახელით ვესაუბრებოდი, რათა თავიდან აგვეცილებინა ომი და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეგვექმნა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
4 აპრილს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „არავინ აწარმოებდა ჰიტლერთან მოლაპარაკებებს“.
„ბატონო პრეზიდენტო, რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა მის მიერ განხორციელებული რაიმე ქმედება? დამნაშავეებთან მოლაპარაკება არ უნდა აწარმოო, მათ უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან მოლაპარაკებას აწარმოებდით?“ – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.