დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით £100 000 000-ის სამხედრო აღჭურვილობას გზავნის

0
671
55 Views

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 100 000 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობას გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბორის ჯონსონის თქმით, გზავნილში ასევე იქნება “უფრო მეტი საზენიტო რაკეტა Starstreak, რომელიც ბგერის სიჩქარეზე 3-ჯერ სწრაფად დაფრინავს, 800 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და მაღალი სიზუსტის დამიზნების მქონე საბრძოლო მასალა, რომელიც იქამდე რჩება ცაში, სანამ სამიზნეს არ მიაღწევს”.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისვე ცნობით, უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით ჩაფხუტებს, ღამის ხედვის მოწყობილობასა და ჯავშანჟილეტებს.

ბორის ჯონსონმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საბჭოთა კავშირის ბლოკში შემავალი იმ ყოფილი ქვეყნების მხარდაჭერას, საიდანაც სამხედრო აღჭურვილობა უფრო მარტივად გაიგზავნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა მათ ეს დახმარება გაგზავნონ.

კითხვაზე, მოახერხებს, თუ არა დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ტანკების გაგზავნას, ბორის ჯონსონმა უპასუხა:

“პრინციპულად თანახმა ვარ, განვიხილო ნებისმიერი თავდაცვითი იარაღის გაგზავნა იმისათვის, რომ უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის დაცვა”.

Cesko