მაშინ რატომ უწოდებდით არაადამიანურ რეჟიმს “დემოკრატიის შუქურას” და რატომ არ აგზავნიდით აღშფოთებულ წერილებს?- მაია ელოშვილი ლიეტუველ პოლიტიკოსებს

April 8, 21:44
0
711

დღეს, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წერილი რომ წავიკითხე, გენიალური ბიძინა კვერნაძე გამახსენდა: როცა მან, 2008 წლის ომის დროს, დასავლური ქვეყნების უმოქმედობით და მხოლოდ აღშფოთება-შეშფოთებით შეწუხებულმა, იკითხა: ამაღამ ღამეს ვინ გვითევსო?

ამჯერად, ესტაფეტა ლიეტუვამ გადაიბარა…
პატივცემულო ლიეტუველო პოლიტიკოსებო!
სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს მოღალატე, მკვლელი სააკაშვილი, 9 წელი საკუთარი მოსახლეობის სისხლით იკვებებოდა?
რატომ მაშინ არ გაშფოთებდათ ქართველი ხალხის ბედი, როცა გვკლავდნენ, გვაწამებდნენ, გვიჭერდნენ, ქონებას გვართმევდნენ, ტერიტორიებს გვაჭრიდნენ და ჩვენს მშვიდობიან პროტესტს სასტიკი მეთოდებით, სისხლში ახშობდნენ?
მაშინ რატომ უწოდებდით არაადამიანურ რეჟიმს “დემოკრატიის შუქურას” და რატომ არ აგზავნიდით აღშფოთებულ წერილებს?
სად იყავით და ტკბილად გეძინათ…
ახლა, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, გვყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და თავად ვწყვეტთ – ვის, სად და როდის ვუმკურნალოთ; ვინ დავიჭიროთ და ვინ შევიწყალოთ; ვის როგორ დავეხმაროთ თუ ვებრძოლოთ და სტალინის – ბიუსტი გავყიდოთ თუ ჩიბუხი.
კეთილი ინებეთ და დიდაქტიკურ-აღმზრდელობით ტონს დაუწიეთ.
მშვიდ ძილს გისურვებთ ქართველი და უკრაინელი ხალხის სისხლით გაჟღენთილი, რუსული გაზით გამთბარ ოთახებში და გირჩევთ: ხანდახან, ახალგაღვიძებულზე, სარკეში ჩაიხედეთ…

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko