26 Views
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს:
“დღეს ისიც კი იკადრეს ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა, და შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მთელმა სექტამ, რომ ჩემი პასუხი, რომელიც ეხებოდა კითხვას საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციების შესახებ, კონტექსტიდან ისე ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ის უმძიმესი დანაშაულები, რაც მოხდა ბუჩაში“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ადრე ჩემს ახალგაზრდობაში უნიჭო მხატვრებს, ან რეჟისორებს თავიანთი მწირი გონების “გასაპრავებლად” ჰქონდათ ე.წ. მორიგე ფრაზა – მე ასე ვხედავ!
იმ ე.წ. ჟურნალისტებს არ შეუძლიათ (კი არ “სურთ”, არამედ გონებრივი მონაცემების გამო არ “შეუძლიათ”) ჩაწვდნენ პასუხის შინაარსს და არ გამიკვირდება, რომ თქვან – ჩვენ ასე დავინახეთ.
მყავს ერთი ნაცნობი ნაცი, რომელიც რაიმე თემაზე მსჯელობის დროს, როცა ჩიხში შედის ფანჯარასთან დგება და იწყებს მონოტონურად “ლა, ლა, ლას” მღერას.
ეს “ჩემი” ნაცი მილიონჯერ სჯობს იმ ე.წ. ჟურნალისტებს. ეს მშვიდობიანია და მარტო მღერის (ზოგიერთებისგან განსხვავებით.”