კულება: დაგვიმტკიცონ, რომ საქართველო რუსეთს არ ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში

0
536
27 Views

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ქართული მხარისგან ელოდებიან მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ საქართველო რუსეთს არ ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

კულებას თქმით, უკრაინა ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ქვეყნები რუსეთს არ დაეხმარონ გზების პოვნაში, თუ როგორ დაიყვანონ მინიმუმამდე საქნციების ეფექტი.

“ჩვენ გავლენას რომ არ ვახდენდეთ საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე, რომელთა საშუალებითაც რუსები სანქციებისთვის გვერდის ავლას გეგმავენ, ამას დიდი ხნის წინ მოახერხებდნენ და საქნციების გავლენა რუსეთზე მინიმალური იქნებოდა. ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს. პარტნიორებთან ამ საკითხზე ვმუშაობთ. თუ ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაზე გავლენა, ვპოულობთ ისეთ ქვეყანას, რომელსაც მასზე გავლენა აქვს და ისე ვმუშაობთ, რომ ისინი რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში არ დაეხმარონ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მისგან ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტები, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ”, – ციტირებს კულებას სიტყვებს Цензор.НЕТ.

Cesko