„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში შეხვედრა გამართა

0
455
29 Views

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას sputnik-georgia ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტებმა“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვლადიმერ ჯაბაროვთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

„დავით თარხან-მოურავმა ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია ერთგულია ქვეყნის ნეიტრალიტეტისა საერთაშორისო ასპარეზზე“,  – ნათქვამია ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ჯაბაროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“, – დასძინა რუსმა სენატორმა.

ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს, რადგან ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობაზე უარი მას შემდეგ თქვა, როცა მოსკოვმა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.

Cesko