“ჯაღმაიძე, ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია” – ვახო სანაია

0
774
49 Views

“ჯაღმაიძე, შენ რომ წერა-კითხვა ახლა ისწავლე საპატრიარქოს პრესსამსახურში, ეგეთი მაიმუნობის რეალური შინაარსის ამოკითხვა პირველ კურსზე გვაქვს გავლილი. ეს ვირეშმაკული ტექსტი შეაჩეჩე, ვისთანაც გაგსვლია.

ჯერ წავიკითხოთ და მერე გავშიფროთ.

საპატრიარქოს განცხადება :

“ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.

მიუხედავად ომის სასტიკი “კანონებისა”, მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.

დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!”

ახლა გავაანალიზოთ :

ბუჩა რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილი რომ იყო, ამას ლავროვიც ამბობს. უბრალოდ, ჩვენ არ გვიქნიაო – ამავე ხაზს მიჰყვება საქართველოს საპატრიარქო. ლავროვის სულისკვეთებაში ზის.
რუსებმა რომ ჩაიდინეს, ამაზე დუმს საპატრიარქო.
ვრცელდებაო ვიდეო და ფოტომასალა. ვრცელდებაო. ჩვენ კი არ ვამტკიცებთ რამეს, უბრალოდ ვრცელდებაო. რომ ვრცელდება, არც ამას უარყოფს ლავროვი.
გვინდა გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატოთ ტრაგედიის გამოო. ტრაგედიისო – ისეთი სიტყვა შეარჩიეს. არც იქით, არც აქეთ.
სამხედრო აგრესიაო – ოღონდ არც ერთი სიტყვა ვინაა აგრესორი. პუტინის ხსენება ხომ საერთოდ შიშის ზარს სცემთ, მაგრამ ზოგადად რუსეთის ჯარსაც ვერ ახსენებენ.
უკრაინასა და მთელ მსოფლიოს მომადლოს მშვიდობაო – გამარჯვებას ვუსურვებთ, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში სიკეთემ გაიმარჯვოს და ეგეთი რამეები ხომ ზედმეტია.”

ვახო სანაია; სოციალური ქსელი

Cesko