თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და დაერევიან მოსახლეობას! – მიშა სააკაშვილი

0
458
27 Views

სააკაშვილი მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს. მორიგ სასამართლო პროცესზე მან სიტყვით გამოსვლა ბუჩაში მიმდინარე უმძიმესი გენოციდის შესახებ საუბრით დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გამარჯვების. მისი თქმით კი საქართველოს კაპიტულაციისთვის ამზადებენ.

„უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ? მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჭამს ამ ლოზუნგს: მეგობრები, ომი და უბედურება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩაგვაბარებენ.

2008 წელს მე გადავარჩინე თბილის ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით.
ბუჩაში ხალხი უბრალოდ დახოცეს იმიტომ, რომ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლისღვრას და მერე იწყებს ხოცვას.
თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს.
ის ხალხი ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Cesko