„გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, აიყვანეთ 50 ქვეყნის მოღალატე“ – ვის დაპატიმრებას ითხოვს ლალი მოროშკინა?

0
750
24 Views

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობა თავის მართლების პოზიციიდან უნდა გამოვიდეს,  დროა ჩვენი ძალა ვაჩვენოთ:

„მთავრობა!

გამოდით თავის მართლების პოზიციიდან!

გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, აიყვანეთ 50 ქვეყნის მოღალატე და მიუსვით ბელადს!

ხომ ხედავთ გეგმა”ბ” აამოქმედეს!

დავალება მიღებულია:

ქართული “მაიდანი” და “ავღანური წამლის გზა”.

ო, როგორ უნდათ ავტობანის და სრულიად საქართველოს ხელში ჩაგდება!

ჩვენ ხომ მათთვის სარფიან ავტობანთან მიმდებარე ტერიტორია ვართ….

როგორ სწყურიათ ბოლო ქართველამდე სისხლის დაწურვა,

მათ ხომ არც ეროვნება, არც თვითიდენტიფიკაცია, არც სამშობლოს მცნება არ გააჩნიათ…

50 სულგაყიდული არაა საქართველო!

დანარჩენი სინათლის და მშვიდობის მხარე ვართ!

დროა ჩვენი ძალა ვაჩვენოთ!“

Cesko