“უკრაინის დროშის ფერში შეღებილი საქართველოს დროშის ფრიალი, უბრალო კრეტინიზმს რომ თავი დავანებოთ…” – მერაბ ხაჩიძე

0
920
48 Views

დიდი არა, პატარა ტვინიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ უკრაინის დროშის ფერში შეღებილი საქართველოს დროშის ფრიალი, უბრალო კრეტინიზმს რომ თავი დავანებოთ, აქეთ საქართველოს და იქით უკრაინის სახელმწიფოს და სიმბოლიკის შეურაცხყოფაა!
ისევ ვიღაცისგან შემოგდებულ “პოლიტიკურ” ფეხის ხმას და ცრუ სოლიდარობას აყოლილ, ამ დროშებიან უვიცებს რა ჭკუა უნდა მოკითხო?! – უკრაინას კი არა, საქართველოს ვერ მოძებნიან რუკაზე და მათთვის არც ლექციის კითხვას აქვს აზრი!
დიახაც, ცრუა, ცრუ!
იმიტომ, რომ (ვიმეორებ) ეს საქართველოსთან ერთად უკრაინის შეურაცხყოფაცაა!
…და კიდევ იმიტომ, რომ სადაც ნებისმიერი ტვინამოყირავებული, დაუსჯელობის სრული გარანტიით, თავს უფლებას აძლევს სიმბოლოებს (თავისას და სხვისას) ასე უდიერად, მოექცეს, იქ თავად სახელმწიფოა ფიქცია!
ფ ი ქ ც ი ა !
ძაან შორია, სახელმწიფომდე!
ნატოში და ევროკავშირში ვინ მიგიღებს, როცა საკუთარი დროშის ფასი კი არა, დროშის დანიშნულება და მნიშვნელობა არ იცი?!
მომინდომეს ბელმონდო!

მერაბ ხაჩიძე, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko