ვინ არის 8 წლის ბავშვი, რომელიც ოქროყანაში ავარიას ემსხვერპლა

0
916
61 Views

როდემდე და მერამდენე მსხვერპლი უნდა შეიწიროს  ოქროყანის აგარაკებზე ,,გ“ ზონასა და ,,ბ“ ზონას შორის 100 მეტრიან მონაკვეთმა?

ათასჯერ შეგროვდა ხელმოწერები მოთხოვნით – აღნიშნულ მონაკვეთზე  ქალაქის მერიას  ავტომობილების ე. წ.სიჩქარის  შემაკავებლების  უზრუნველყოფა დროულად მოეხდინა, დაედგა შუქნიშანი, დაეხაზა გადასასვლელი ზებრა რადგან ლამისაა ყოველწლიურად არის მსხვერპლი, ტრამვები, ავარიები და ა.შ.

მთაწმინდის პარკისკენ და მთაწმინდის პარკიდან  უსწრაფესად მომავალი მანქანების ლაგამის ამომდები აქამდე ვერ ეღირსა აქაურობას!!!

ავტობუსის გაჩერებაზე დგომაც კი საშიშია და შარშანწინ თავად გავხდი მოწმე საშინელი ავარიის, როცა  პარკიდან მომავალი მანქანა დაჯახების შემდეგ ინერციით გაჩერების ჯიხურს მილიმეტრებით ასცდა და  ვეებერთელა ნაძვს შეეჯახა! უფალმა გადაგვარჩინა მეც და რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად…

თუმცა, საუბედუროდ, ქალაქის მერიის გულგრილობამ, ამჯერად 8 წლის ბავშვის, გიორგი ახობაძის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელსაც მანქანა დაეჯახა და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა!!!

8 წლის გიორგი ახობაძე

„ალია“ აქვე აქვეყნებს ფოტოებს ტრაგედიის ადგილიდან.

გაჩერება

როდემდეე, როდემდეეეეეეე?!!

რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ მონაკვეთზე  3000 ევროიანი ნაგვის კონტეინერები რომ დაგვიდგით, 1 საგზაო ნიშანი „STOP“ ან შუქნიშანი, ან ,,მწოლიარე პოლიციელი“ ვერ უზრუნველჰყავით?!

„ალია“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გიორგი ახობაძის ოჯახსა და ახლობლებს.

Cesko