“ბუჩაში მოკლული მოსახლეობის კადრები, აშშ-მა შეუკვეთა” – მარია ზახაროვა

0
539
31 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ამსახველი კადრები, როგორც რუსეთის მიმართ წარმოებული შეთქმულების ნაწილი, აშშ-მა შეუკვეთა. ამის შესახებ Reuters-ზე დაყრდნობით The Guardian იტყობინება.

„ვინ არიან პროვოკაციის ოსტატები? რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ნატო“, – თქვა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის მყისიერი აჟიოტაჟი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოების გავრცელების გამო, მიუთითებს, რომ ეს ამბავი რუსეთის რეპუტაციის შელახვის გეგმის ნაწილი იყო.

„ამ შემთხვევაში, მეჩვენება, ის ფაქტი, რომ ამ მასალების გამოჩენის პირველივე წუთებში, ეს განცხადებები [რუსეთთან დაკავშირებით] გაკეთდა, ეჭვს არ ტოვებს ვინ შეუკვეთა ეს ამბავი“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

აღნიშნული განცხადების დასადასტურებლად, მარია ზახაროვას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

Cesko