,,ამას სიმსივნური დაავადების დამარცხება მოჰყვება” – ცნობილი ექიმი საინტერესო კვლევაზე

0
494
32 Views
ცნობილი ექიმი ალექსანდრე თავართქილაძე საინტერესო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სათაურით ,,სიმსივნე – ორგანიზმის „ხავსი“.
,,ხავსები ხმელეთის ყველაზე პირველი მცენარეებია და მცენარეთა უძველესი ჯგუფია. ისინი არსებობდნენ დევონურ და კარბონულ პერიოდებში, ცნობილია,  რომ კვლევებით მეოთხეული პერიოდის ხავსები არ განსხვადებიან თანამედროვე ხავსებისაგან, ისევე, როგორც ჭიანჭველას არ განუცდია ევოლუცია. გამოდის, რომ ევოლუცია ხავსებმაც არ განიცადეს…
ვინც იცის უჯრედის ბიოლოგია და განსაკუთრებით სიმსივნური უჯრედის ბიოლოგია, ხავსების გამრავლებაში ბევრ პარალელს დაინახავს სიმსივნური უჯრედების გამრავლების თავისებურებებს შორის…
სფაგნუმიან ჭაობში ცოცხალი ორგანიზმები არ იხრწნება, რადგან ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ცოცხალი უჯრედების ლპობას, ამიტომ ტორფის დამუშავების დროს ამ ჭაობიან ადგილებში, ტორფის ღრმა ფენებში ხშირად ნახულობენ ადამიანთა და ცხოველთა (მათ შორის გადაშენებული ცხოველების) ნეშტებს… აღმოჩნდა, რომ ხავსები არიან მცენარეული სამყაროს ერთადერთი წარმომადგენლები, რომლებიც იგივე  წყლის არხებს შეიცავენ, რასაც სიმსივნური უჯრედები… მეორე ფაქტი, რაც უაღრესად საინტერესოა, არის ის, რომ თუ წარმოვიდგენთ სიმსივნურ უჯრედს ერთი ბირთვით და ქრომოსომათა დიპლოიდური ნაკრებით, ეს არის კლასიკური ხავსი, სადაც ცხოვრობს მდედრობითი და მამრობითი სასქესო „ორგანოები ერთად“, ამ უჯრედების შთამომავლობას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სპორა… აღმოჩნდა, რომ ხავსების და სიმსივნური ქსოვილის დნმ-ის ექსპრესირებადი ანუ აქტიური მონაკვეთების 23% ერთნამეთის მსგავსია…
„ორგანიზმის დახავსება“ სიმსივნური ქსოვილის მიერ შეგვიძლია გავნიხილოთ, როგორც სიმსივნური ინქოსიკაცია, რასაც პაციენტის სახის და სხეულის ფერიც მოწმობს და ჩვენი საკუთარი კვლევის შედეგებით ამ დროს უკიდურესად დიდია სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების ე.წ. „სპორების“ რაოდენობა და პირიქით, სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების არარსებობის ან ნორმალური შემცველობის დროს ადამიანის ორგანიზმი და ორგანოები არ არიან „ხავსმოდებულნი“…
საიტერესოა, თუ სიმსივნურ უჯრედს დავუბლოკავთ ხრწნის უნარს ანუ მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა-განადგურების უნარს, ამას სიმსივნური დაავადების დამარცხება მოჰყვება.
ეტაპობრივად ვსწავლობთ „ადამიანის ხავსის“ განადგურების მეთოდებს… ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიას (AAAS) და საფრანგეთის ონკოლოგთა ასოციაციას (SFPO). დაკვირვებები და კვლევები გრძელდება”, – წერს ალექსანდრე თავართქილაძე (პოსტი ქვეყნდება შემოკლებით)
Cesko