“ამ მოვლენების შემდეგ “დასავლური სამყაროსადმი” ნდობა უაღრესად დაეცემა, – უკვე დიდი დაცემის გზაზეა” – დემურ გიორხელიძე

0
641
30 Views

ვერაფრით ვუძებნი ახსნას, –
რაღაც ინფორმაცია მაკლია!
აშშ-ში არაერთი სუპერ-ეკონომისტი და სუპერ-ფინანსისტია, ბრწყინვალე ანალიტიკოსები ჰყავთ.
არ მჯერა, რომ ამ დონის პროფესიონალებს რაიმე
შეშლოდათ!
რაც ხდება, ან პოლიტიკოსების სიბეცისა და ამპარტავნების
ყეყეჩური შედეგია, ან მიზანმიმართული, ღრმად
გათვლილი პოლიტიკა!
ჯერ-ჯერობით, სრულად ვერ ვახდენ იდენტიფიცირებას
და
აი, რატომ:

(ა) ნუთუ, ამერიკელები ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ
რუსეთის სავალურო რეზერვების, რომლებიც მინდობილი
იყო დასავლურ ბანკებზე, დაბლოკვით სისტემას მიადგა
არაკომპენსირებადი ზარალი?! სისტემის საიმედობა აღმოჩნდა ნულოვანი: გამოდის, რომ ასე შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს აქტივები ”ამოიღო” და საკუთარი შეხედულებით გამოიყენო…
სხვა სახელმწიფოები ამ საშინელ ფაქტს ასე არ გაატარებენ და ფინანსური სისტემის გადაწყობისკენ მიიმართებიან. პირველი დიდი შედეგი სახეზეა:
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არავინ უჭერს მხარს,
გარდა ე.წ. “კოლექტიური დასავლეთისა” – სულ 30 ქვეყნამდე (მე ფაქტებზე ვსაუბრებ და არა იმაზე, თუ რა ცუდია ან კარგია რუსეთი. ეს თემა არ არის პროფესიული განხილვის თემა):
(ბ) აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, აგრეთვე, დასავლეთ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს იმ სისტემას, რომელიც აგებული იყო (ასე ეგონა ყველას!) კანონის უზენაესობასა და საკუთრების ხელშეუხებლობაზე!
როგორი ცუდებიც უნდა იყვნენ კერძო მფლობელები, სასამართლოს გარეშე მათი კერძო საკუთრების შეზღუდვა და, რასაც ჩვენში ასი წლის წინათ “ექსპროპრიაცია” ერქვა,
კერძო პირების – რიგითი დამიანების საბანკო ანგარიშებისადმი წვდომის ბლოკირება, სტუდენტებისა და უცხოეთში მომუშავე თანამშრომლების შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით, მიუთითებს, რომ ეს ის დასავლეთი არ არის, რამაც მას ძლიერება მოუტანა თავის დროზე!
ეს ქცევა წმინდა წყლის ბოლშევიზმია და ეს ამ სამყაროს აშკარად რადიკალური მარქსიზმის პოზიციებზე გადაიყვანს: ამის მოსურნე დღეს აშშ-ში საკმაოდ ბევრია!
ეს ანგრევს ნდობას იმ სამყაროსადმი, რომელაც ნდობა მოპოვებული ჰქონდა სწორედ არატოტალიტარული ქცევისა და ცხოვრების წესის გზით!
(გ) ამ მოვლენების შემდეგ “დასავლური სამყაროსადმი” ნდობა უაღრესად დაეცემა, – უკვე დიდი დაცემის გზაზეა.
რა იქნება?!
მარტივი ლოგიკიდან გამოვალ:
“როცა გსურს ყველა მოახრჩო (კალიგულას კომპლექსი),
უნდა იცოდე, რომ ყველა სხვას სხვა მიზნები აქვს და
ამაზე არ დაგთანხმდებიან!
კალიგულა – დასავლური ფენომენია, კალიგულას კომპლექსი კი დაუძლეველი აღმოჩნდა!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში;

Cesko