რუსული მედია – რუსეთის დელეგაცია სტამბოლს დღეს დატოვებს და ხვალ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები არ არის მოსალოდნელი

March 29, 21:21
0
310

რუსული მედია „რია ნოვოსტი” წერს, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლს დღეს დატოვებს. ამ ინფორმაცია გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხვალ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები არ არის მოსალოდნელი.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა, რომელიც გეგმის მიხედვით, ხვალაც უნდა გაგრძელებულიყო. შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა და დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

Cesko