49 Views
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით, დიდ ბრიტანეთს სურს უკრაინიდან რუსული ძალების სრულად გასვლა და სამშვიდობო შეთანხმებისკენ ნაბიჯების გადადგმა არა სიტყვებით, არამედ საქმით.
რუსეთის მიერ კიევსა და ჩრდილოეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემცირებაზე ბორის ჯონსონის რეაქციის შესახებ სპიკერმა თქვა, რომ “ჩვენ პუტინსა და მის რეჟიმს ქმედებებით განვსჯით და არა მათი სიტყვებით”.
მისივე თქმით, კიევის გარშემო რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირითად შემცირდა იმიტომ, რომ უკრაინის არმია “წარმატებით უკუაგდებდა რუსეთის შეტევას”.