მოვითხოვოთ მერიისგან: უკრაინაში გარდაცვლილების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე, მემორიალზე – ოქრუაშვილი

March 29, 13:21
0
328

სამწუხაროა უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე რომ არ კრძალავენ. იმავდროულად თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა?
მოდით შევამოწმოთ.
ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე, ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ”, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 4 ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.

Cesko