“აბა ომი გვინდა?” არ გვინდა ბატონო, მხოლოდ გაჩუმდეს, გაჩუმდეეს!“ – ირაკლი მელაშვილი

0
805
59 Views

,,საქართველოს პრემიერის განცხადებიდან – “ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში; ”

კაცო, რა ვერ გავიგე იცით. ვინმე ენაზე ეწიკება ამ ხალხს ერთი მეორეზე “ბრძნული” განცხადება რომ არ გააკეთონ?

ახლა არ დამიწყოთ “აბა ომი გვინდა?” არ გვინდა ბატონო, მხოლოდ გაჩუმდეს, გაჩუმდეეს! არავინ არ დაგვბომბავს თუ დასაცინ განცხადებებს არ გავაკეთებთ! არავინ! ვახ!ჭკვიანურზე აღარ მაქვს პრეტენზია! რაის ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი რუსეთთან?! ვინ უწერს ამ დებილობებს! ლუკაშენკო არ იძახის ამას. ლუკაშენკო კი არა, რუსებიც კი არ ამბობენ! სპეცოპერაციას, , ჩვენო, რუსები ვატარებთ, რუსებიო უკრაინაშიოოო! თავად რუსები წერენ და ამბობენ, რუსებიიი, ჰოდა, ჭკვიანურს თუ ვერ ამბობთ რამეს, ამ გენიოსობის თქმას არ ჯობია ის გაიმეოროთ, რასაც რუსები ამბობენ?! ვახ!”

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko