უილ სმიტს, რომელმაც მეუღლის ღირსება დაიცვა, გუშინ მიცემულ „ოსკარს“ ართმევენ

0
496
38 Views

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარი 2022“-ის გამარჯვებულები დაასახელა. რიგით 94-ე დაჯილდოებაზე ერთ-ერთ მთავარ მოვლენად უილ სმიტის საქციელი იქცა. კომიკოსმა და მსახიობმა, კრის როკმა უილ სმიტის მეუღლის, ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც მსახიობის მწვავე რეაქცია გამოიწვია, ის სცენაზე ავიდა და წამყვანს გაარტყა.

კომიკოს კრის როკის სახეში გარტყმა შესაძლოა, სმიტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს დაკარგვის საფუძველი გახდეს და მას საერთოდ ჩამოართვან პრემია. 2017 წელს, საზეიმოდ მიღებული წესების მიხედვით, ჯილდოს გადაცემის დროს ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება აკრძალულია. ამის შესახებ „ინსაიდერი“ წერს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი თვლის, რომ უილი იქცეოდა როგორც ნამდვილი მამაკაცი, რომელიც უბრალოდ იცავდა ცოლის ღირსებას. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიო რეპუტაციის მქონე მსახიობისთვის უბრალოდ არ არის მიზანშეწონილი, ასე მოიქცეს. უკვე ცნობილია, რომ ეს საქმე პოლიციამდე არ მივა, რადგანაც კომიკოსი ჩივილს არ აპირებს. უილ სმიტი კი შესაძლოა, გახდეს პირველი მსახიობი, რომელსაც ჩხუბის გამო „ოსკარის“ ქანდაკებას ჩამოართმევენ.

Cesko