19 წლის ბიჭი წალენჯიხიდან, უკრაინაში „აზოვის ბატალიონთან“ ერთად იბრძვის –

0
488
31 Views

ეს 19 წლის ბიჭი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, წალენჯიხელი უჩა კვარცხელიაა. ის თვლის, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია, ამიტომაც, დღეს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.  ამბობს, რომ თუ დღეს არ იბრძოლებს, ხვალ დასაცავი მისი სამშობლო – გახდება, რომლის ტერიტორიებიც კრემლს ისედაც ოკუპირებული აქვს.

 

 

 

 

 

 

უჩა საქართველოში დაიბადა, მაგრამ პრაქტიკულად, უკრაინაში გაიზარდა – 2005 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. ამიტომ, უჩასთვის უკრაინა, როგორც იტყვიან, მეორე სამშობლოა.

სანამ ომი დაიწყებოდა, უჩა კიევის კულტურის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად – სპორტით იყო დაკავებული. მისი მშობლები კი – მცირე ბიზნესით, მაგრამ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მილიონობით მცხოვრების მსგავსად, წალენჯიხელი კვარაცხელიების გეგმებიც თავდაყირა დააყენეს – ოჯახმა მცირე ბიზნესი მიატოვა, 19 წლის უჩა კი ომში წავიდა და ახლა „აზოვის ბატალიონთან“ ერთად იბრძვის.

უჩამ პირველად რომ თქვა, ,,ომში უნდა წავიდეო,, დედამ – ირმა წულაიამ და მამამ – მამუკა კვარაცხელიამ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროს შენი ომია, იარაღის ჭერაც არ იცი წესიერადო… მაგრამ მერე, როცა ნახეს, რომ რუსი დამპყრობლები ქალებს, ბავშვებსაც და მოხუცებსაც არ ინდობდნენ, მშობლებმა უჩას წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს.

 

 

 

წყარო – თაიმერი

Cesko