,,უკრაინაში მყოფი ვითომ ქართველები აღარ უნდა შემოვუშვათ საქართველოში” – ლაშა ბასლანძე

March 28, 17:37
0
438

,,უკრაინაში მყოფი ვითომ ქართველების დამსახურებაა ეგ… აი, ეგაა ჩემი გეგმა და ოცნებაც! ქურდებზე ხომ შეიძლება საზღვრის იქით გაშვება და მერე არ შემოშვება? ხოდა, ეგრე უნდა უქნან რა… აღარ შემოვუშვათ! ბარემ ყველა იქითაა და დაისვენებს ქვეყანა”, – წერს ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე თავისივე პოსტის კომენტარებში, რომელიც დანილოვის გუშინდელ განცხადებას ეხებოდა.

,,ჩემი პატივისციმა ზელენსკის და მგონია, ყველა სწორი მმართველი ასე უნდა უყურებდეს და უდგებოდეს თავის ქვეყანას და ხალხს… მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს! მაგრამ მესმის ზელენსკის ეს განცხადებები და პარალელურად ჩვენ გვიბიძგებენ ომისკენ, აფხაზეთი და სამაჩაბლოში იარაღით შესვლისკენ… ვერ გავიგე. თუ კრიმზე დებს პირობას, რომ ომით არ შეხვალ, ჩვენ რას გვერჩი? მართლა მზად არიან, საზარბაზნე ხორცივით მიგვაგდონ, რომ 3 დღე ამოისუნთქონ? შოკში ვარ, ტიპები ისეთებს აკეთებენ. ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, მაგრამ, პოლიტიკოსებო, ვერ გევიგე… თუ კრიმზე ამბობს, ჩვენ იარაღას არ გამოვიყენებთო, აბა, ჩვენ რატომ გვიშვებენ საომრად? დებილები ვგონივართ, თუ ვერ ვიგებ ამხელა შეურაცხყოფას? ეგ რიტორიკა აქვთ ომის დაწყების პირველივე დღიდან და მანდეთკენ მიგვაქანებენ… პირველივე წამიდან მაგას გავყვიროდი და დანილოვმა დაადასტურა… უშიშროების საბჭოს მდივანია და რავი, ეგ თუ დებილი ჰყავთ, მაშინ კარგად ყოფილა მაგათი საქმე”.

Cesko