32 Views
„გარდა იმისა, რომ ეს კაცი საქართველოს ხელით რუსეთის ფედერაციისთვის მეორე ფრონტის გახსნას მიესალმება, ის ასევე მიმოიხილავს ყარაბაღის მიმდინარე კონფლიქტსაც და ამ კონტექსტში რუსეთის ქცევის შესაძლო სცენარებზეც აკეთებს განმარტებას. იქვე აღნიშნავს, რეგიონულ კონიუნქტურას და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს. შესაბამისად, ეს არ არის უბრალო წამოცდენა, როგორც ჩანს, საქართველოს ომში ჩართვის სცენარზე ბევრი აქვთ ნაფიქრი და რეალურ ვარიანტადაც განიხილავენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის თანახმად დანილოვი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს უკრაინას დიდად დაეხმარება.
მისი თქმით, ყველამ იცოდეს, საქართველოშიც, უკრაინაშიც, ნატოშიც, რუსეთშიც და ყველგან, რომ ამ კონფლიქტში საქართველოს რაიმე სახით ჩართვა არ არის ქართველი ერის არჩევანი და ეს უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.
„ამ კაცზე და მის ანტიქართულ განცხადებაზე უკვე ყველამ დააფიქსირეთ პოზიცია და საკმაოდ სამართლიანადაც გაილანძღა. მაგრამ, მთელ Facebook-ზე მხოლოდ ეს ფრაზა ტრიალებს. ინტერვიუს დანარჩენ ნაწილს თუ სრულად მოუსმენთ, საკმაოდ ვრცელი ანალიზი აქვს გაკეთებული. გარდა იმისა, რომ ეს კაცი საქართველოს ხელით რუსეთის ფედერაციისთვის მეორე ფრონტის გახსნას მიესალმება, ის ასევე მიმოიხილავს ყარაბაღის მიმდინარე კონფლიქტსაც და ამ კონტექსტში რუსეთის ქცევის შესაძლო სცენარებზეც აკეთებს განმარტებას. იქვე აღნიშნავს, რეგიონულ კონიუნქტურას და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს. შესაბამისად, ეს არ არის უბრალო წამოცდენა, როგორც ჩანს, საქართველოს ომში ჩართვის სცენარზე ბევრი აქვთ ნაფიქრი და რეალურ ვარიანტადაც განიხილავენ. საბედნიეროდ, ამ კაცის სიტყვებზე საქართველოს მოსახლეობის რეაქცია ძალიან მკაფიო და ერთსულოვანია. პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველამ უმკაცრესი შეფასება მისცა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობას. ამდენად, ყველამ იცოდეს, საქართველოშიც, უკრაინაშიც, ნატოშიც, რუსეთშიც და ყველგან, რომ ამ კონფლიქტში საქართველოს რაიმე სახით ჩართვა არ არის ქართველი ერის არჩევანი და ეს უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება! ჰო და ბოლოს, იმაზე აღარაფერს ვიძახი, ჩვენი ქვეყნის ლანძღვას რომ არც ერიდება და მისივე სიტყვებით, “რბილად რომ თქვას, საქართველო არც თუ ისე სწორად იქცევა“ – ამაზე საპასუხოდ, რუსული გემის მარშრუტის კოორდინატები ცნობილია მე მგონი მისთვის და შეუძლია გაუყვეს მის გზას“, – წერს გვიდიანი Facebook-ზე.