47 Views
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, ქვეყანაში მიიღოს მანამ, სანამ მათი ბიზნეს საქმიანობა იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში.
„ჩვენ განვახორციელეთ გაერო-ს მიერ დამტკიცებული სანქციები. თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ.თუ რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, „მაშინ ეს სხვა ამბავია. ”