ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი. რუსები ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც თეთრი სახლის ლიდერმა პუტინზე განაცხადა, რომ “ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”. პესკოვმა აღნიშნული კომენტარი საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ გააკეთა.
”ეს არ უნდა გადაწყვიტოს ბატონმა ბაიდენმა. ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ “ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამ განცხადებას თეთრი სახლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება.