თქვენ რუსეთის შეჩერება დაგაგვიანდათ – ზელენსკი დასავლელ ლიდერებს

March 25, 09:48
0
346

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს სამიტზე დასავლელ ლიდერებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ისაუბრა.

მან დასავლელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა უთხრა, რომ მათ დააგვიანდათ რუსეთის შეჩერება.

„თქვენ გამოიყენეთ სანქციები, ჩვენ მადლობელი ვართ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა დაგვიანდა“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ სანქციები პრევენციული, რომ ყოფილიყო შესაძლოა, რუსეთი ამ გადაწყვეტილებაზე არ წასულიყო.

მან ასევე Nord Stream 2-ზე ისაუბრა. ზელენსკიმ თქვა, რომ ადრეულ ეტაპზე, რომ შეეჩერებინათ „რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა“.

Cesko