გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის

March 25, 09:50
0
363

გერმანია რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლით არ იყიდის, მიწოდების ხელშეკრულებები ითვალისწინებს გადახდას დოლარში ან ევროში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გარდა ამისა, კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ქვეყნებმა გულდასმით განიხილეს, თუ რომელი სანქციები მოახდენს ყველაზე დიდ ეფექტს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზომები ძალიან ეფექტურია და ჩვენ მათ მუდმივად ვავითარებთ“, – განაცხადა შოლცმა.

Cesko