გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე მწერალ ლაშა ბუღაძეზე წერს:
,,იცოდით, რომ მწერალმა ლაშა ბუღაძემ შეწყალების საქმეზე მიშას წინააღმდეგ ჩვენება რომ მისცა?! საქმის მასალების მეშვიდე ტომის 215-219 გვ.შეწყალების კომისიის წევრის ლაშა ბუღაძის ჩვენება ფრაგმენტი:
,,აღნიშნული პირების შეწყალების საკითხი კომისიაზე განსახილველად არ შემოსულა, ვინაიდან ეს კომისიის წევრებში გამოიწვევდა დიდ აღშფოთებას. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების ამბავი მე პირადად გავიგე სატელევიზიო საშუალებების მეშვეობით, აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია დიდი გაბრაზება. თუმცა ხელისუფლების ასეთი საქციელი არც იყო ჩემთვის გასაკვირი, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირებზე ხელის დაფარება, მსჯავრდებული პირების პრივილეგიები და შემდგომი მათი შეწყალება იყო ძალიან ლოგიკური.
აღნიშნული ფაქტის მერე მე მაინც გავაგრძელე შეწყალების კომისიაში მუშაობა, ვინაიდან მე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ შეწყალების კომისიაში ყოფნის პერიოდში მე აღნიშნული საკითხის მიმართ გამიჩნდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის განცდა და მიუხედავად ჩემი პროტესტისა, ვერ მივატოვებდი ამ მოვალეობას (ციტატის დასასრული)”. რა პრინციპულია ეს ბიჭი, შიგნიდან ანგრევდა რეჟიმს”.
“იცოდით, ლაშა ბუღაძემ მიშას წინააღმდეგ რომ მისცა ჩვენება?” – ელისო კილაძე
34 Views