,,სიტყვებს ვერ ვპოულობ, მასზე რომ ვსაუბრობ, გონება მეკეტება” – ნადიმ ხმალაძის ტკივილით სავსე წერილი

0
653
46 Views

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მათი მგზავრობაა ასახული საქართველოდან უკრაინამდე. ის დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე ტკივილით სავსე პოსტს აქვეყნებს:

,,ეს გზა, სანამ უკრაინაში ჩავიდოდით და ბრძოლაში ჩავერთვებოდით, აქ ჩვენი, პირადად საქართველოს და უკრაინის გმირი დავით რატიანია ყველგან, ის რაღანაირად ჩუმი, მორიდებული, ულაპარაკო და თავმდაბალი კაცი იყო.  ხშირად ჩუმად ვუღებდი სურათებს, არ ვიცი, ალბათ არ უყვარდა თავის წარმოჩენა, არ აფიშირებდა თავის თავს არასდროს. ხშირად რატის ვეძახდი და ბოლოს მითხრა, დამიძახე, კაცო, რატი, ერთი პატარა რატი სახლშია და აქ მე ვიქნები რატიო.

ბევრი მინდა, ვთქვა მასზე, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ, მასზე რომ ვსაუბრობ, ცრემლი მადგება თვალზე და გონება მეკეტება, მე ის კაცი მიყვარდა და იყო სიყვარულის ღირსი ჩემგანაც და ჯგუფის ყველა წევრისგან. გმირი ხარ,  დათო, შენ ჩემთვის და არასდროს დაგივიწყებ, ჩემო სვანო ძმაო. შენ უკრაინასთან ერთად ხარ გმირი, როგორც უკრაინაა დღეს მსოფლიოსთვის გმირი. განისვენე მშვიდად, ნათელში იყოს შენი ბავშვივით სუფთა სული”.

ფოტოზე მარცხნიდან: დავით რატიანი, ნადიმ ხმალაძე, უკრაინელი ჟურნალისტი, დავით ქაცარავა

Cesko