“ეს აშკარა პროვოკაციაა ნატოს მხრიდან და ამ წვრთნების მიზანი შესაძლებელია კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნას ემსახურებოდეს”

March 21, 09:52
0
434

— ფ რ თ ხ ი ლ ა დ !!! —
საუბარია ნატოს წვრთნების ჩატარებაზე საქართველოში და ეს მაშინ იგეგმება როცა რუსეთი უკრაინაში ომობს იმის გამო, რომ ნატოს გაფართოება შეაჩეროს მის საზღვრებთან. ეს აშკარა პროვოკაციაა ნატოს მხრიდან და ამ წვრთნების მიზანი შესაძლებელია კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნას ემსახურებოდეს, რადგან რუსეთი ამ წვრთნების ჩატარებას არ დაუშვებს შავი ზღვის აუზში, რომლის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროზეც ერთერთი მთავარი ფრონტის ხაზი აქვს გახსნილი უკრაინასთან. არადა უკვე ხმამაღლა ამბობს ნატოს ალიანსი რომ საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში არ მიიღებენ. ეს კი საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას მოიტანს შედეგად. მაშ რა სამხედრო წვრთნების ჩატარება აუტყდა ნატოს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთ სახიფათო დროს? ეს ხომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ცხელი წერტილის გახსნის მცდელობაა? ნატოს სარდლობამ კარგად იცის რომ საქართველო დაკარგული აქვს თუ უკრაინას რუსეთი დაიქვემდებარებს. აკი უკრაინის ფრონტს თვითონ ამარაგებს იარაღით და ფულით რათა რუსეთი ხანგრძლივი ომით გამოფიტოს. ახლა კი მეორე ფრონტს გაუხსნის უკრაინაში მებრძოლ რუსეთს კავკასიის ხაზზე და ისედაც გაწელილ ომს უფრო დაუსრულებლად აქცევს, რადგან უკრაინასთან ერთად მთელი კავკასია ნებით თუ უნებლიედ გაეხვევა ომის ქაოსში. ნატო ისევე გამოიყენებს მის კოლონია მონა საქართველოს რუსეთთან ომის პოლიგონად და საზარბაზნე ხორცად როგორც უკრაინას იყენებს უკვე. ამიტომ ყველა ქართველმა უნდა შეიგნოს, რომ ეს ომი ორ იმპერიას შორის ატეხილი ომია და მასში ჩათრევა მომაკვდინებელი იქნება ისედაც სისხლისგან დაცლილი საქართველოსთვის.
ვინც დღეს, პოლიტასპარეზზე, თუ საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს უკრაინის ომზე და ამით საქართველოს ხვევს სავსებით მოსალოდნელ უბედურებაში ყველა მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს და ქვეყნის ავღანიზაციას უჭერს მხარს, (ზოგი ნებით, ზოგი სიბრიყვის გამო.)
ფრთხილად საქართველოს მოქალაქეებო, მეტისმეტად ფეთქებად ზოლში ვართ მოყოლილი გეოპოლიტიკურად.
— —
(უკვე აღარაფერს ვაქვეყნებ ამ ბოლო დროს, მაგრამ ახლა სიჩუმე დანაშაულია და ეს წერილიც ამან დამაწერინა. ვინც შეისმენს, შეისმენს. აღარავის ვედავები. არც ღირს….
იხარეთ)

გურამ ქართველიშვილი; სოციალური ქსელი

Cesko