35 Views
პენტაგონის ანონიმური ბრიფინგის დეტალებს BBC ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ყველა მიმართულებით გაჩერებულია, ეს ეხება კიევის მიმართულებით მოძრაობასაც გოსტომელის მხრიდან.
უწყების თქმით, 13 მარტს პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაცილებულ იავროვის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას გავლენა არ ჰქონია უკრაინისთვის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ბაზაზე არ ყოფილან ამერიკელები, არც სამხედროები და არც სამოქალაქო პირები.
ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთის დასახმარებლად მზადაა. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთისთვის შედეგები დადგება.