კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა ზურაბ მახარაძემ ორი დღის უკან გვაუწყა რომ საქართველოდან “საქმეზე ” მიდის და ლაივებში ვეღარ იქნება,მეორე დღეს ალტ ინფოს დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ დაგვიზუსტა,ზურა მახარაძეს საგანგებო კონფიდენციალური მისია აქვს და მოსკოვში ალტ ინფო მთელი შემადგენლობით მიდისო.
ვინ სად მიდის და რატომ?!
დავიწყოთ იმით,რომ ევროპულ სანქციებში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატი და ალტ ინფოს კურატორი კაზბეგ ტაისაევი,მას ანგარიშები გაუყინეს და შესაბამისად ფულიც აღარაა.
cnews-მა გაარკვია რომ ზურა მახარაძე ბელარუსში მიდის,სადაც მან ალტ ინფოს სატელევიზიო ინფრასტრუქტურა უნდა ააწყოს და მაუწყებლობა მინსკიდან განაგრძოს.მთავარი თემა საომარი რიტორიკა იქნება.მოსკოვშიც გადავიდოდნენ,მაგრამ იქ ინტერნეტტრაფიკები და სოციალური ქსელები დაბლოკილია.
წყარო: cnews