„…იქაც მოჰყავდა ჩანთით დედას გარდაცვლილი მცირეწლოვანი შვილი…“ – თაშო პერკაიას ემოციური პოსტი

0
562
33 Views

ეს დღეები ვაკვირდები იმ ისტერიულ ფონს, რომელმაც მთელი სოც სივრცე და ტელე და მედია საშუალებები მოიცვა, ვუსმენ დებატებს და ვკითხულობ პოსტებსა და კომენტარებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მამაცი ხალხია უკრაინელები და როგორ მედგრად უწევენ წინააღმდეგობას ოკუპანტს – კი ნამდვილად ასეა, ნამდვილად თვალსაჩინოა და აღსანიშნავია მათი სიმამაცე და ერთსულოვნება… – ამ შინაარსის ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში თაშო პარკაია ავრცელებს და ქა

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე ვუწევდით წინააღმდეგობას მტერს ფაქტობრივად მარტოები, შიშველი ხელებით1992-1993 წ.

ეს დღეები ვაკვირდები იმ ისტერიულ ფონს, რომელმაც მთელი სოც სივრცე და ტელე და მედია საშუალებები მოიცვა, ვუსმენ დებატებს და ვკითხულობ პოსტებსა და კომენტარებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მამაცი ხალხია უკრაინელები და როგორ მედგრად უწევენ წინააღმდეგობას ოკუპანტს – კი ნამდვილად ასეა, ნამდვილად თვალსაჩინოა და აღსანიშნავია მათი სიმამაცე და ერთსულოვნება…..

მაგრამ ამის პარალელურად გამუდმებით ისმის რომ აი ქართველებს რა გვჭირს, რომ აი ქართველები ასე ვერ იზამენ და ა.შ,

განსაკუთრებით აქტიურობენ 18- 20 წლის ახალგაზრდები, ხოდა თქვენს გასაგონად ვისაც არ ახსოვს – ქართველები სწორედ მაგ მტერს აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე სრულიად მარტო ვუწევდით წინააღმდეგობას ( რამოდენიმე ეპიზპდის გამოკლებით – სხვათა შორის უკრაინელები დაგვეხმარნენ როგორც ვიცი გემებით მოსახლეობის გაყვანაში) ….

უამრავი ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენეს იმ ომში ჩვენმა გმირმა ბიჭებმა და მეამაყება მათი…..

იქაც იხოცებოდნენ ბავშვები, მოხუცები, იქაც გასწორდა მიწასთან ქალაქები და სოფლები, იქაც გაიყინენ ჭუბერის გზაზე ჩვილები და მოხუცები, იქაც მოჰყავდა ჩანთით დედას გარდაცვლილი მცირეწლოვანი შვილი რომ საფლავი მაინც ახლოს ჰქონოდა….

იქაც იყო ბევრი ცრემლი და ტკივილი რომელიც არ განელებულა… იქაც იქცა ქალაქები სულების ქალაქებად…

იქაც უყვარდათ …… სახლი, ეზო, წინაპართა საფლავი, მეზობელი , სალოცავი……

უბრალოდ მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც ვიდეო გადაღბის საშუალება რომ ის კოშმარი და დედების გლოვა მთელს სამყაროს ენახა….

არც ამდენი შეშფოთება იყო და სოლიდარობა…..

უბრალოდ ზუსტად ისე ტკიოდათ და განიცდიდნენ როგორც დღეს უკრაინაში….

ჩვენი გმირების ისტორიები კი სამწუხაროდ მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა და კარგი იქნება თუ თაობებს უფრო მეტი ეცოდინებათ თავის უახლეს ისტორიასა და გმირებზე……

მე მიყვარს ჩემი ნატანჯი ქვეყანა …. მიყვარს და მახსოვს ჩვენი გმირები …… არა ომს …. არა ოკუპაციას …..ნ.ქ

დიდება თავისუფლებას !“,- წერს თაშო.

Cesko