„უპირობო სიყვარული იცის, გვერდში დგომა, ბრძოლა, თავდადება“ – ნინი დედალამაზიშვილი უკრაინელი რძლის შესახებ წერს

0
438
23 Views

„მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი თავისი უკრაინელი რძლის, მარინა კარპის შესახებ წერს, რომლის ოჯახიც უკრაინაშია.

„პირველად, როცა მარინა გავიცანი, პირდაპირ ჩამეხუტა თავისი ღიმილით და მითხრა „გამარჯობა, მე ვარ შენი და, მარინა”. უპირობო სიყვარული იცის, გვერდში დგომა, ბრძოლა, თავდადება, ყველა კარგი თვისება ამ ადამიანშია, რომელიც ომის დაწყებიდან გარდაიქმნა ქვად. ომის დაწყების შემდეგ ვერც ვსაუბრობთ, სულ ტირილია, მხოლოდ ტირილი, მისი ოჯახი უკრაინაშია და გმირულად იცავენ თავის მიწას.

გაუსაძლისია ამ ბოროტების გაგრძელება, ბავშვებზე, მოხუცებზე, უსამართლობაზე ფიქრი არც მაძინებს და როცა მღვიძავს, თავი ისევ სიზმარში მგონია, მინდა, რომ მალე შეძლოს გაღიმება, ზუსტად ისე, როგორც ამ ფოტოებში ძველ დროს, გარდაუვალია, სიკეთე გაიმარჯვებს, ტერორიზმია ის, რაც ხდება სხვა სახელი ამას არ აქვს, მე შენ მიყვარხარ და შენ ხარ სახე შენი გმირი ქვეყნის და მე სამუდამოთ ვიქნები შენი ერთგული და  Slava Ukraini! Heroyam slava. FUCK YOU PUTIN!“,- წერს ნინი დედალამაზიშვილი.

Cesko