[ვიდეო] “მე რომ მქონდეს უფლებამოსილება ხატია დეკანოიძესა და მისნაირ პარაზიტებს დღესვე დავაპატიმრებდი” – ლუკა კურტანიძე

March 14, 21:20
0
360

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლიკა კურტანიძე “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დეკანოიძის მიერ გაკეთებული განცხადება ღალატის ტოლფასია.

“მე, რომ მქონდეს უფლებამოსილება ხატია დეკანოიძესა და მისნაირ პარაზიტებს, დღესვე დავაპატიმრებდი. მისი განცხადება ღალატის ტოლფასია, რომლის გამოც ნამდვილად დასაპატრიმრებელი ადამიანია. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც ასე აშკარად უპირისპირდებიან თავიანთ ქვეყანას, ასეთი ადამიანების მიმართ უნდა არსებობდეს სანქციები და ისინი დაპატიმრებულები უნდა იყვნენ,” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ უკრაინულ ტელეარხზე ჩართვისას მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ის ეძებს გზებს, დაეხმაროს პუტინს შეიარაღების გაძლიერებასა და ადამიანების მკვლელობაში.

 

Cesko