„იმედია, შენც ლვოვში არ დარჩები ტანკის ფონზე „სასელფაოდ“ და ჩვენამდე ჩამოხვალ“ – უკრაინაში ბოლო დროს წასული ე.წ. ცნობილი ქართველები რეალურად არ იბრძვიან?

0
608
38 Views

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს მიმართვას. როგორც ცნობილია, ელისაშვილი უკრაინაში მოხალისედ წავიდა.

„ალეკო ის დშკა წამოიღე სიზმარში რომ ნახე, გვჭირდება, არ „გტროლავ“ სერიოზულად გეუბნები… იმედია, შენც ლვოვში არ დარჩები ბტრ-ის და ტანკის ფონზე „სასელფაოდ“ და ჩვენამდე ჩამოხვალ“, – წერს ნადირაძე, რითიც ამძაფრებს იმ ეჭვს, რომელიც საქართველოში ისედაც არსებობდა, რომ ბოლო დროს უკრაინაში წასული ე.წ. ცნობილი ქართველები რეალურად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებენ.

Cesko