რას აცხადებს სერგეი ლავროვი მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვაზე

March 10, 14:56
0
450

სამშობიარო სახლის დაბომბვაზე: პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ ყვირილს ე.წ. სისასტიკის გამო, რომელსაც თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვი ამტკიცებს, რომ გუშინ ქალაქ მარიუპოლის ცენტრში რუსეთის მიერ დაბომბილი სამშობიარო სახლი უკრაინული შეიარაღების ძალების სამხედრო ბაზა იყო და ფეხმძიმე ქალების და სამედიცინო პერსონალი მის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდა.

7 მარტს, 3 დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ფაქტები იმის შესახებ, რომ აღნიშნული სამშობიარო სახლი დიდი ხანია, რაც „აზოვის“ ბატალიონმა და სხვა რადიკალურმა ჯგუფებმა აიღეს, საიდანაც გამოაგდეს ყველა ფეხმძიმე ქალი, სამედიცინო და მომსახურე პერსონალი. ეს სამშობიარო სახლი ულტრარადიკალური ბატალიონის, „აზოვის“ ბაზა იყო. ეს მონაცემები 3 დღის წინ წარვადგინეთ.

დასკვნები თავად გამოიტანეთ, თუ როგორ მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით მთელ მსოფლიოში.

დღეს ვნახე დასავლური ტელეარხების რეპორტაჟები და ისინი ძალიან ემოციურად არის გადმოცემული, თუმცა მეორე მხარე, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღების ცენტრში ვერ ექცევა“, – განაცხადა ლავროვმა.

Cesko