,,სააკაშვილმა დაიწყო ცხინვალის დაბომბვა, ძირძველი ქალაქის” – ქეთი დოლიძე

0
450
30 Views

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ მაკა რაზმაძის გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე ისაუბრა და დასვა კითხვა, რატომ დასცინა მან 5 წლის წინ ქართველ ერს და რატომ ჰყავს გვერდით სააკაშვილის მთავრობა.

-ზუსტად ვიცოდი, რომ უკრაინაში ეს უბედურება მოხდებოდა,  გამზადებული რიგში იყო. გუშინ და გუშინწინ დავინახე მთელი პარტიული აქტივი, რომელმაც 2008 წელს საქართველო დაამხო, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი მისცა და ა.შ. ზელენსკის გვერდით ვხედავ ამ ხალხს და რა ხასიათზე უნდა ვიყო?

ბევრი რამ იწვევს ჩემში კითხვას. თუ სასწაული მოხდა და ოდესმე სადმე შევხვდი ზელენსკის, მინდა, ვკითხო, ჩემო ძვირფასო ადამიანო, რომელიც ახლა ასე ხარ გამწარებული, 2017 წელს რატომ დასცინოდი მთელ ქართველ ერს?.. როცა გიჩნდება ამბიცია, გახდე 45 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი, უნდა იცოდე, რომ შენს მოძმე ქვეყანას არ უნდა დასცინო…

ქალბატონ პროკურორს ადეიშვილი უზის გვერდით. მერაბიშვილია  ჩასული. თქვენ ვერ ხედავთ, რა თამაში მიდის? გეკითხებით, რატომ არის იქ სააკაშვილის ომწაგებული მთავრობა?

სააკაშვილი წამოეგო კი არა პროვოკაციას… წინა დღეს კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული და ეუბნებოდა, ფრთხილად იყავი, ესენი ამზადებენ ომსო.

ელენე თევდორაძემ მომიყვა: 6 აგვისტოს ის და იაკობაშვილი იყვნენ ცხინვალში. იქიდან დაურეკა მიშას და უთხრა, აქ ქალაქი არის ცარიელი, რუსი სამხედროები დადიან ალაგ-ალაგ, არც ქალია, არც მოხუცი და რაღაცაშია საქმეო. მან უპასუხა, გამოიყვანეთ  გაგლოევას ბებია და წამოდით, თქვენ მანდ სხვა არაფერი გესაქმებათო. დილას 6 საათზე იწყებს ცხინვალის დაბომვვას, ძირძველი ქართული ქალაქის. ეს თვითონაც აღიარა. რუსთაველზე კიდევ ამ კაცის ბანერს შლიან. რუსეთი შენთან 300 წელია იწყებს ომს და იმან რატომ მოაწერა ხელი…

Cesko