30 Views
მამაკაცი რომელსაც, უკრაინაში, რუსმა ოკუპანტებმა ტანკით გადაუარეს, მოვლენას იხსენებს და დეტალურად აღწერს მომხდარს.
როგორც ომში დაზარალებული ჰყვება, ტანკი მისი მიმართულებით სამჯერ დაიძრა.
“კარგია რომ მანქანაში მარტო ვიყავი. რა მოხდებოდა ბავშვებიც რომ ყოფილიყვნენ?”
შემთხვევა 25 თებერვალს მოხდა. საბრძოლო მანქანამ 53 წლის კიევის მაცხოვრებელს იმ დროს გადაუარა, როცა ის საკუთარ ავტომობილს მართავდა.