23 Views
უკრაინის ხელისუფლება მზადაა, გადაუხადოს მილიონი აშშ დოლარი ნებისმიერ პირს, ვინც მათ აგრესორების თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია ,,ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ, განაცხადა:
“კონცერნი Укроборонпром გადასცემს პრემიას მილიონი დოლარის ოდენობით მოპარული, ან ნადავლი რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის, ხოლო 500 ათას დოლარს მტრის ვერტმფრენისთვის. პრემია შეხებათ რუს სამხედროებსაც. თუკი ისინი სამხედრო საფრენ აპარატს უკრაინას გადასცემენ, სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ფულად თანხას და უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ.”